დავალება 1
პედაგოგის თვითგანვითარება ისტ-ის გამოყენებით და მის გარეშე
დავალება 2
ექსკურსია თელავში
ექსკურსია-ღონისძიება სადაც ადამიანს საშუალება ეძლევა ადგილზე გაეცნოს,
საკუთარი თვალით ნახოს ესა თუ ის ღირსშესანიშნაობა და გაიღრმავოს ცოდნა მის შესახებ.
ექსკურსია შეიძლება მოეწყოს სხვადასხვა მიზნით,
სკოლის მოსწავლეების შემთხვევაში მიზნის სწორად
განსაზღვრას მომზადებას და განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ ეს
ფაქტორები განაპირობებს შედეგს, ამიტომ აქ თითოეული კომპონენტი წინასწარ გათვლილი და
გათვალისწინებული უნდა იყოს რათა მივაღწიოთ სასურველ მიზანს. კარგი იქნება თუ ვიმოქმედებთ
იმ ოთხი პუნქტის მიხედვით, რომელიც აუცილებელია პროექტის განსახორციელებლად, ესენია:
1.
დაგეგმვა
2.
მომზადება
3.
განხორციელება
4.
შედეგი
პროექტის ოთხივე ფაზაზე უკეთესი შედეგის მისაღწევად უნდა გამოვიყენოთ ისტ-ი. დაგეგმვის ფაზაზე პირველ რიგში ვარჩევთ ადგილს,
გამომდინარე იქიდან, რომ სკოლის დირექციის მოთხოვნაა ექსკურსია უკავშირდებოდეს ეროვნული
სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ რომელიმე კონკრეტულ შედეგს ქართულში ან ისტორიაში, ავარჩიე ისტორიაში, Vll კლასში მისაღწევი მეოთხე შედეგი,
რაც გულისხმობს მოსწავლის უნარს იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის
ისტორიაში,
ამ შემთხვევაში ავარჩიე თელავი, თუმცა აქვე უნდა განვსაზღვროთ კონკრეტულად
რა ადგილიუნდა მოვინახულოთ იმისთვის რომ ჩვენთვის საჭირო ინფორმაცია მივიღოთ, აქ უკეთესია
თუ კომპიუტერის დახმარებით სხვადასხვა საიტებზე მოვძებნით ინფორმაციას თელავის შესახებ
და მოძიებული ინფორმაციისა და სურათების დახმარებით ავარჩევთ რაიმე კონკრეტულ ადგილს, ასეთი ადგილი კი შეიძლება იყოს ერეკლე ll-ს ციხე-სიმაგრე, ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია დავთქვათ
ექკურსიის თარიღი, რისთვისაც ასევე კომპიუტერის დახმარებით ვიგებთ უახლოესი პერიოდის
ამინდის პროგნოზს რათა ზუსტად განვსაზღვროთ წასვლის დრო ისე რომ ხელი არაფერმა შეგვიშალოს.
ამის შემდეგ გადავდივათ მეორე-მომზადების ფაზაზე.
მომზადებას ვიწყებთ ექსკურსიამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, აქ წყდება
ისეთი საკითხები როგორებიცაა ტრანსპორტი, კვება, და ა.შ. უკეთესია თუ ასეთ საკითხებზე
პასუხისმგებლობას მშობლებიც გაინაწილებენ, შეიძლება გაკეთდეს facebook-ში
ჯგუფი, სადაც ისინი ერთმანეთთან შეთანხმებით მოაგვარებენ ამგვარ საკითხებს.
განხორციელების ფაზაზე პრაქტიკაში ვაკეთებთ იმას, რაც აქამდე მხოლოდ თეორიულად
გვქონდა დაგეგმილი და მომზადებული, დანიშნულების ადგილზე მისვლისას მოსწავლეებს უნდა
გადავცეთ საჭირო ინფორმაცია ისე, რომ ეს მათთვის
საინტერესო და გასაგები იყოს. აქვე შეგვიძლია გადავიღოთ სურათები და ვიდეოები რომლებიც
ნათლად ასახავს ფაქტებს.
შედეგი პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი
ნაწილია მათთვის ვინც ექსკურსიაზე იმყოფებოდა, ესაა უკვე მიღებული და დალაგებული ინფორმაცია
რომელიც შესაძლებელია სხვასაც გავუზიაროთ, აქ ისტ-ის გამოყენებას დიდი როლი აქვს, მისი
დახმარებით შეგვიძლია მეტად თვალსაჩინო გავხადოთ ის, რისი მოყოლაც გვინდა. მაგალითისთვის არსებული
ფოტოებითა და ვიდეოებით რომლებიც ექსკურსიის დროს იქნა გადაღებული შეიძლება გაკეთდეს
კოლაჟი, ამას დაემატება ის ინფორმაცია რომელიც მივიღეთ და ამ კომპონენტების შეჯერებით
მიღებულ მასალას წარვუდგენთ დაინტერესებულ საზოგადოებას პრეზენტაციის სახით.კვლევა
ჩავატარეთ კვლევა, რომლის მიზანი იყო დაგვედგინა პირველად რა ასოციაცია მოსდის ხალხს შოკოლადის ხსენებაზე
20 წუთის განმავლობაში გამოვკითხეთ 20 ადამიანი რომელთა ასაკი დაახლოებით 20 დან 50 წლამდე იყო, გამოკითხულთა შორის 12 გოგო და 8 ბიჭია, აღმოჩნდა რომ პირველი, რაც ადამიანების უმეტესობას ახენდება შოკოლადზე ესაა ტკბილი, შემდეგ მოდის ყავისფერი, საჭმელი და ალპენ გოლდი.
No comments:
Post a Comment